• ვინ ვართ

    პედიატრ ნევროლოგებისა და მომიჯნავე პედიატრიული ქვესპეციალობების წარმომადგენელთა გაერთიანება

  • რას ვაკეთებთ

    პედიატრიული ნევროლოგიის განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო მიღწევების გავრცელება/დანერგვა და სხვ.

  • დაგვიკავშირდით

    სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებსა და წინადადებებს. გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ელ-ფოსტაზე: კონტაქტი

ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვა

ა. ლაჭყეპიანის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია აერთიანებს პედიატრ ნევროლოგებსა და მომიჯნავე პედიატრიული ქვესპეციალობების წარმომადგენლებს. მის მიზანს წარმოადგენს პედიატრიული ნევროლოგიის განვითარების ხელშეწყობა, დღეისათვის ამ სფეროში არსებული ფაქტებზე დაფუძნებული კლინიკური და სამეცნიერო მიღწევების გავრცელება და დანერგვა, ერთიანი მიდგომების გამომუშავება და ეფექტური ქსელური კავშირის დამყარება თბილისსა და რეგიონებში მომუშავე სპეციალისტებს შორის.

ასოციაციის მუშაობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:

• სპეციალისტთა უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა და ინფორმირებულობის მუდმივი ზრდა;

• პაციენტთა და მათი ოჯახების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებისა და მისი მოსალოდნელი გამოსავლების შესახებ;

ასოციაციაში ამჟამად გაწევრიანებულია 100-ზე მეტი ადამიანი. წევრები იღებენ მუდმივ ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ. ვიმედოვნებ, ეს კავშირი დღეიდან კიდევ უფრო ეფექტური იქნება ვებ-გვერდის დახმარებით.

ჩვენი საზოგადოება ღიაა ყველასათვის, ვინც პედიატრიული ნევროლოგიის განვითარებით არის დაინტერესებული.

ასოციაციის პრეზიდენტი: მედიცინის დოქტორი, პროფესორი . ტატიშვილი