ტრეინინგები ყვარელში, თბილისსა და ქუთაისში
ა. ლაჭყეპიანის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს ბავშვთა განვითარების პრობლემებზე, მათი ადრეულ ასაკში ამოცნობისა და შემდგომ ადექვატური დახმარების გაწევის, შესაბამის სერვისების მიწოდების საკითხებზე.
ასოციაცია თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, ვფიქრობთ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ადგილობრივი რესურსების გაძლიერება.
კონფერენციის დეტალები იხილეთ აქ
ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვა
ა. ლაჭყეპიანის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია აერთიანებს პედიატრ ნევროლოგებსა და მომიჯნავე პედიატრიული ქვესპეციალობების წარმომადგენლებს. მის მიზანს წარმოადგენს პედიატრიული ნევროლოგიის განვითარების ხელშეწყობა, დღეისათვის ამ სფეროში არსებული ფაქტებზე დაფუძნებული კლინიკური და სამეცნიერო მიღწევების გავრცელება და დანერგვა, ერთიანი მიდგომების გამომუშავება და ეფექტური ქსელური კავშირის დამყარება თბილისსა და რეგიონებში მომუშავე სპეციალისტებს შორის.
ასოციაციის მუშაობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:
• სპეციალისტთა უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა და ინფორმირებულობის მუდმივი ზრდა;
• პაციენტთა და მათი ოჯახების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებისა და მისი მოსალოდნელი გამოსავლების შესახებ;
ასოციაციაში ამჟამად გაწევრიანებულია 100-ზე მეტი ადამიანი. წევრები იღებენ მუდმივ ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ. ვიმედოვნებ, ეს კავშირი დღეიდან კიდევ უფრო ეფექტური იქნება ვებ-გვერდის დახმარებით.
ჩვენი საზოგადოება ღიაა ყველასათვის, ვინც პედიატრიული ნევროლოგიის განვითარებით არის დაინტერესებული.
ასოციაციის პრეზიდენტი: მედიცინის დოქტორი, პროფესორი ნ. ტატიშვილი