default logo

შეხვედრა აუტიზმის პრობლემების შესახებ

2011 წლის 7 დეკემბერს სასტუმროში „მერიოტი-თბილისი“ შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები, მშობელთა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ოთარ თოიძე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გოკა გაბაშვილი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან. ექსპერტებისა და მშობლებისაგან პოლიტიკოსებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია აუტიზმის პრობლემების შესახებ. ასევე, წარედგინათ ინიციატივა შექმნილიყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აუტიზმის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის და სამედიცინო სერვისის მოდელის შექმნის გეგმის შემუშავებისთვის. გადაწყდა, რომ ერთობლივი ჯგუფის შექმნისთვის იანვრის თვეში დამატებითი შჶხვედრა შედგება პარლამენტში, სადაც მოწვეული იქნებიან ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს პირველი პირები და ჯგუფი ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას.