default logo

ტრენინგი ABA-სპეციალისტების ბაზისური მომზადებისთვის

2011 წლის 16-17 დეკემბერს ქ. თბილისში, ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრში შედგა ტრენინგი ABA-სპეციალისტების ბაზისური მომზადებისთვის. აღსანიშნავია, რომ მას წინ უძღოდა ხუთკვირიანი ონლაინ კურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13 სპეციალისტმა [11 ქართველი (მათგან 7 – თბილისიდან და 4 – რეგიონებიდან] და 2 აზერბაიჯანელი). ონლაინ-კურსის ბოლოს მონაწილეებმა ჩააბარეს გამოცდა.

no images were found