წესდების მიხედვით არსებობს 3 სახის წევრობა:
ნამდვილი წევრი, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი, საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ემსახურება ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, საინფორმაციო უზრუნველყოფის ან ბიზნესის სექტორს და იხდის საწევრო გადასახადს სრულად.
საწევრო გადასახადი არის 30 ლარი/წელიწადში, რომლის გადახდაც შესაძლებელია ანგარიშზე: ს/ს “საქართველოს ბანკი” 220101502, ანგარიშის ნომერი 175348900
ასოცირებული წევრობა ენიჭება ფიზიკურ და იურიდიულ იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია, მხარს უჭერს და ეხმარება ასოციაცის მუშაობას მისი მიზნების და ამოცანების განხორციელებაში. ასოცირებული წევრები იხდიან საწევრო გადასახადის ნახევარს.
საპატიო წევრობა ენიჭება განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირებს მთელი სიცოცხლის ვადით და ისინი გათავისუფლებული არიან საწევრო გადასახადისგან.