ა. ლაჭყეპიანის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია ასოციაციის წევრებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის პედიატრებს და ბავშვთა ნევროლოგებს გეპატიჟებათ საანგარიშო პრეზენტაციაზე: ”აუტისტური სპექტრის აშლილობები საქართველოში: დიაგნოსტიკის და ეპიდემიოლოგიის საკითხები”, რომელიც ჩატარდება 2009 წლის 17 დეკემბერს 14.00 სთ-ზე სასტუმრო ”თორის” საკონფერენციო დარბაზში, მისამართი: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ. №10.
დღის წესრიგი:
14.00 – 16.00
1. შესავალი, მომხსენებელი: პროექტის დირექტორი პროფ. ნ. ტატიშვილი და პროექტის მენეჯერი ი. ბოკერია.
2. აუტისტური სპექტრის აშლილობათა დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპები, მომხსენებელი: პროფ. დ. კახიანი და ნ. მიქელაძე.
3. აუტისტური სპექტრის აშლილობათა მართვის თანამედროვე მიდგომები, მომხსენებელი: ქ. აბდუშლიშვილი.
4. ჩატარებული კვლევის: ”აუტისტური სპექტრის აშლილობები საქართველოში: დიაგნოსტიკის და ეპიდემიოლოგიის საკითხები” შედეგები, მომხსენებელი: მ. გაბუნია.
16.00 – 17.00
5. აუტიზმის საზოგადოების პრეზენტაცია.
6. პუბლიკაციების პრეზენტაცია.
7. ფურშეტი.