2010 წლის 25–27 ოქტომბერს ჩატარდა აკრედიტირებული ტრეინინგი „ბავშვთა ასაკის პაროქსიზმული მდგომარეობები“ იტალიის ქ. რომის ბავშვთა საავადმყოფოს ნეიროფიზიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის ლ. ფუსკოს და მ. ტრივეზანოს მონაწილეობით. დღის წესრიგი:
1. კატასტროფიული ეპილეფსიები – ლ. ფუსკო;
2. რეზისტენტული ეპილეფსიის დეფინიცია, ახალი კონსენსუსი – ნ. ტატიშვილი;
3. მიოკლონურ–ასტატიური ეპილეფსია – მ. ტრივეზანო;
4. ლენოქს–გასტოს სინდრომი – ნ. ჯაფარიძე;
5. რთული შემთხვევების განხილვა.